logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: არის დაპირებები, რომელთა შესრულების არავითარი რესურსი მომავალ პრეზიდენტს არ აქვს
- +

16 ოქტომბერი. 2018. 18:43

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. კობახიძის განცხადებით, ოპონენტების მიერ წარმართული კამპანია დასავლური საარჩევნო კულტურისგან შორსაა.

 

„არასრული ორი კვირაა დარჩენილი არჩევნებამდე და გვინდა კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ ინფორმაცია მიმდინარე საარჩევნო პროცესების თაობაზე. ჩვენი მთავარი ამოცანა არის თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფა, ასეთი არჩევნების ჩატარება. ესაა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა. 2012 წლის შემდეგ, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არის უზრუნველყოფილი არჩევნების ასეთ რეჟიმში ჩატარება. ჩვენ აღვკვეთეთ არჩევნების გაყალბების პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ეს მიზანი და ამოცანა გვაქვს დასახული ამ საპრეზიდენტო არჩევნების პირობებშიც. ჩვენ შევთავაზეთ ოპონენტებს ევროპული სტილის საარჩევნო კამპანიის ჩატარება. ეს იყო ასევე ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის შეთავაზება. სწორედ ასეთი სახით ტარდება ჩვენი მხრიდან ევროპული სტილის წინასაარჩევნო კამპანია. თუმცა, ოპონენტებისგან პასუხად სხვა რამეს ვიღებთ. მათი პასუხი არის ისეთი კამპანია, რომელიც ძალიან შორსაა ევროპული საარჩევნო კულტურისგან. მე ძალიან მოკლედ მინდა ჩამოვთვალო ის ძირითადი ხარვეზები და დარღვევები, რაც თან სდევს წინასაარჩევნო კამპანიასა და საარჩევნო პროცესებს. ესაა ჩვენს მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის შეურაცხყოფა სხვადასხვა აბსოლუტურად მიუღებელი ფორმით, მეორე მნიშვნელოვანი გადაცდომა არის კანდიდატის მხარდამჭერებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობა, ხაზს ვუსვამ მცდელობას. ეს მცდელობა არაა წარმატებული, გამომდინარე იქიდან, რომ სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ძალიან ფართოდ არიან ჩართულები ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები. მესამე ხარვეზი არის დესტრუქცია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე, რომელიც იმართება ჩვენი კანდიდატის მიერ. ასევე, პოპულისტური და ცრუ დაპირებები, რომლებსაც გასცემენ ოპოზიციური კანდიდატები, მაგალითად პენსიის თაობაზე. არის დაპირებები, რომელთა შესრულების არავითარი რესურსი არ აქვს მომავალ პრეზიდენტს სხვადასხვა მიზეზის გამო. კიდევ ერთი დარღვევა არის, რომ ფიქტიური პარტიების მეშვეობით ხდება უფასო საეთერო დროისა და საბიუჯეტო სახსრების მიტაცება. საუბარია მილიონობით ლარზე“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner