logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: სრული პასუხისმგებლობით მინდა აღვნიშნო, რომ ბიუჯეტში გადასახადს ყველა გადაიხდის
- +

17 ოქტომბერი. 2018. 11:29

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ბახტაძის განცხადებით, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს საგამოძიებო ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ.

 

„რაც შეეხება საქართველოში ბიზნესის და მისი ინტერესების დაცვას, ესეც ყველასთვის ნათელია და ამას მოწმობს ჩვენი პოზიცია საერთაშორისი რეიტინგებში. ის, რაც გავრცელდა სხვადასხვა ჩანაწერების სახით, დარწმუნებული ვარ, საზოგადოება კარგად გაერკვევა, საგამოძიებო ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ, მაგრამ აქვე სრული პასუხისმგებლობით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბიუჯეტში გადასახადს ყველა გადაიხდის. საბოლოო ჯამში, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი როგორც ჩანს ემსახურება წინასაარჩევნო პერიოდში დისონანსის შემოტანას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აქვე მინდა განვაცხადო, რომ ნურავის ნუ ექნება ამის ილუზია. საქართველოში არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში, ისე, როგორც ეს შეეფერება იმ სტანდარტს, რისკენაც მივილტვით - საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner