logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შორის ტოლობის ნიშნის დასმა პრინციპულად მიუღებელია
- +

17 ოქტომბერი. 2018. 11:29

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შორის „ტოლობის ნიშნის დასმა პრინციპულად მიუღებელია“.

 

„რაც შეეხება შეფასებას, თუ სწორად გავიგე, პრეზიდენტმა დასვა ტოლობის ნიშანი სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შორის, ეს არის პრინციპულად მიუღებელი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ტრაგიკულია, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 10 წლის თავზე რუსთაველის გამზირზე კვლავ შვილმკვდარი მშობელი დგას და იგივე მოთხოვნები აქვს, რაც ირინა ენუქიძეს ჰქონდა. მარგველაშვილის თქმით, „ზაზა სარალიძე ირინა ენუქიძის მსგავსად ჩვენი შვილების სიცოცხლეს იცავს“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner