logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „ნაცმოძრაობის“ წინასაარჩევნო მსვლელობისას, საჭიროების შემთხვევაში გზა გადაიკეტება
- +

17 ოქტომბერი. 2018. 11:37

 

 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 19-20-21 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო მსვლელობისას, საჭიროების შემთხვევაში რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

 

„25 სექტემბერს თბილისის მერიაში შემოვიდა წერილი „ნაციონალური მოძრაობისგან“. პარტია 19-20-21 ოქტომბერს 10:00-დან 18:00 საათამდე თბილისში, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გეგმავს წინასაარჩევნო შეკრებას და მსვლელობას. შეკრების მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობად დასახელებულია 100 ათასი ადამიანი. აღნიშნული შეკრება გამოიწვევს მითითებულ ტერიტორიაზე საავტომობილო გზაზე გადაადგილების შეზღუდვას, ანუ გზა უნდა გადაიკეტოს. ჩვენს ქვეყანაში დაცულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. არანაირი პრობლემა არ არის და შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ ყველაფერს, რომ ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში. თუ იქნება საჭიროება, რომ გზა იყოს გადაკეტილი, გადაიკეტება და თუ ამის საჭიროება არ იქნება, შესაბამისი სამსახურები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner