logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ეს არის არჩევნები, როდესაც უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა წარსულში დაბრუნება
- +

18 ოქტომბერი. 2018. 14:19

 

„ეს არ არის გზების, ხიდების, პენსიის ან სხვა საყოფაცხოვრებო საკითხების არჩევნები. ეს  არის არჩევნები, როდესაც საქართველომ, თითოეულმა თქვენგანმა უნდა აირჩიოს ადამიანი, ვინც იქნება ამ ქვეყნის მთავარი ელჩი, ვინც შინ და გარეთ საქართველოს სახელით დაელაპარაკება ყველას - ვისაც ესმის ევროპის ენა, ვისაც ესმის ამერიკის ენა და ვინც იცის, რა ხდება მსოფლიოში. ეს არის არჩევნები, როდესაც ჩვენ  უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა უკან, წარსულში  დაბრუნება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მესტიაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

„მომავალი პრეზიდენტის საქმე არის ის, რომ მაგიდასთან დაუძახოს ყველა მხარეს, დაუძახოს პოლიტიკურ პარტიებს,  ექსპერტებს, შეხვდეს საზოგადოებას და ამ ქვეყნისთვის  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დაამუშაოს. მომავალი პრეზიდენტის საქმე არის ის, რომ ევროპას ელაპარაკოს საქართველოზე და ჩვენ გვყავს კანდიდატი, რომელიც ევროპის ოჯახში  მიღებულია - ასეთია სწორედ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი!“ - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner