logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: დეტალურ დონეზე ვიცით, ვინ რას გეგმავს ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით, მაგრამ არჩევნები ჩაივლის მშვიდად
- +

18 ოქტომბერი. 2018. 15:41

 

 

ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს, რომ მისი და სააკაშვილის ჩანაწერების გამოქვეყნებას აპირებს სუს-ი, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ წარმოდგენა არ აქვს, თუ რა ჩანაწერებზე საუბრობს ნიკა გვარამია, თუმცა დეტალურად იცის ის გეგმები, რაც დესტაბილიზაციის და პროვოკაციის მომზადებას ეხება. მისი განცხადებით, არჩევნები ჩატარდება მშვიდ და უსაფრთხო გარემოში და ამის გარანტიას იძლევა შინაგან საქმეთა სამინისტრო.

 

„წარმოდგენა არ მაქვს, საერთოდ რა ჩანაწერებზე საუბრობს გვარამია, თუმცა დეტალურად ვიცი ყველა ის გეგმები, რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოსამზადებლად და გარწმუნებთ, რომ როგორც ნეიტრალური უწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ეს ყველაფერი გამოვლენილი გვაქვს, ყველა დონეზე ვიცით, ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და რას გეგმავს და ამიტომ ეს იქნება შეუძლებელი და მინდა აბსოლუტურად გულწრფელად გითხრათ, რომ ეს არჩევნები იქნება აბსოლუტურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში და ამის გარანტიას იძლევა შინაგან საქმეთა სამინისტრო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner