logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: გემების პირად შემადგენლობას მინდა ვუსურვო, პირდაპირი მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ერთიანობის საქმეში
- +

18 ოქტომბერი. 2018. 15:50

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-ის მთავრობამ „აილენდის“ კლასის ორი ხომალდი გადასცა. ხომალდების გადმოცემის  ცერემონია ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიმართა.

 

„ამ ორი გემის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ მონაწილეობა NATO-ს წვრთნებში და შინაგან საქმეთა სამინისტროს როგორც უკვე ახალ ორგანოს ახალ სამინისტროს აქვს საშუალება გახსნას ახალი შესაძლებლობების ფანჯარა NATO-სთან ურთიერთობაში, რამეთუ ჩვენი კოოპერირება იყოს უფრო ღრმა და საქართველო უფრო ახლოს იყოს NATO-სთან. აქედან გამომდინარე, ამ ორი გემის დღეს გაშვებას რომელსაც მინდა ზურგის ქარი ვუსურვო, აქვს პრაქტიკულად დიდი მნიშვნელობა ქვეყნისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და NATO-სთან ურთიერთობისთვის. ასევე, სიმბოლურია გემების დასახელებები და რა თქმა უნდა, მე დღეს ვუსურვე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ პირად შემადგენლობას რომლებიც მსახურობენ ამ გემებზე, მინდა ვუსურვო პირდაპირი მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ერთიანობის საქმეში“, - განაცხადა გახარიამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner