logo_geo
eng_logo
დიმიტრი ცქიტიშვილი და კახა კუჭავა შვედეთის სამეფოს ელჩს შეხვდნენ
- +

18 ოქტომბერი. 2018. 16:00

 

საქართველოს პარლამენტის შვედეთის  სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დიმიტრი ცქიტიშვილი და ამავე ჯგუფის წევრი კახა კუჭავა შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში ურლიკ ტიდერსტრომს შეხვდნენ.

 

შეხვედრა შვედეთის სამეფოს ახალდანიშნულ ელჩთან, ძირითადად, გაცნობითი ხასიათის იყო და მომავალი თანამშრომლობის ცალკეულ ასპექტებს ეხებოდა.

 

„ეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა ახალ ელჩთან. განვიხილეთ თანამშრომლობის ბევრი მიმართულება - დარგობრივი მიმართულებები, კომიტეტებს შორის რა შეიძლება გაკეთდეს,  რამდენად  კონცენტრირებულად შეიძლება სხვადასხვა თემებზე ვიმუშავოთ მომავალში, იქნება ეს გარემოს დაცვა,  სოციალური საკითხები, გენდერული თანასწორობის საკითხები, ეკონომიკური განვითარება, დემოკრატია და ადამიანის უფლებები და სხვა. ვფიქრობ, რომ წინ ძალიან საინტერესო თანამშრომლობის წლები გველოდება შვედეთის ახალ პარლამენტთან და არა მარტო პარლამენტთან. საელჩო მზად არის, ყველანაირად ხელი შეუწყოს ამ თანამშრომლობის განვითარებას“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა შეხვედრის შემდეგ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner