logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: რაც არის იმ ჩანაწერებში, გამოძიებამ სწრაფ ტემპებში უნდა გასცეს კითხვებზე პასუხი
- +

18 ოქტომბერი. 2018. 17:12

 

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ალექსანდრე ქანთარიას განცხადებით, გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, გამოძიებამ უსწრაფესად უნდა იმოქმედოს და არსებულ კითხვებს პასუხი გაეცეს.

 

ქანთარია ოპოზიციური ძალის მიერ დაანონსებული აქციის გადადებასაც ეხმაურება.

 

„ვერ მოახერხეს, ბუნებრივია, იმის მიღწევა, რაც უნდოდათ - რომ გამოეწვიათ გაღიზიანება, აღშფოთება. ეს „სერიალები“ რისთვისაც უნდოდათ, რომ აღშფოთება გამოეწვიათ ხალხში, ისეთი სიმრავლით „დაყარეს“ და ისე უჭკუოდ დადგეს ყველაფერი, რომ ბუნებრივია, ხალხის აღქმა იყო აბსოლუტურად გაურკვეველი და ამიტომ, გაურკვეველი დარჩა მათი აქციაც და ამიტომ, „ააფრინე ალალიო, რაც არ არი-არ არიო“ -დაახლოებით ეგ არის მაგათი მეცადინეობა, რომელიც ამაოდ დაშვრა, და ბუნებრივიც იყო, იმიტომ რომ, გარეთ ეტყობა არ იხედებიან ესენი, მარტო „რუსთავი 2“-ში სხედან და იქიდან იღებენ ცხოვრებისეულ აღქმასაც და გამოცდილებასაც. ცოტა ფართოდ უნდა გაახილონ დახუჭული თვალები, რომ რეალობაც დაინახონ. თუმცა ვამბობ, რომ რაც არის იმ ჩანაწერებში, გამოძიებამ აუცილებლად უნდა სწრაფ ტემპებში გასცეს კითხვებზე პასუხი. ეს არ ნიშნავს, რომ რახან ესენი არიან, საერთოდ მივაყურადოთ ეს ამბავი.

 

ის, რომ მათ რაც უნდოდათ, ეს ყველაფერი იმდენად ხელოვნური და იმდენად ზედაპირზე იდო, რომ ამ ეტაპისთვის, იძულებულნი გახდნენ, რომ გადაედოთ ეს აქცია, რადგან მითი მიზნები, ბუნებრივია, მიუღწეველი დარჩება“, - განაცხადა ქანთარიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner