logo_geo
eng_logo
ევროკავშირი საქართველოში Erasmus+ პროგრამისათვის დამატებით 6 მილიონ ევროს გამოყოფს
- +

18 ოქტომბერი. 2018. 18:29

 

თბილისში Erasmus+ საინფორმაციო დღეს ევროკავშირმა გამოაცხადა საქართველოსთვის დამატებითი მიზნობრივი დაფინანსების ფანჯრის გახსნა, რომელიც მომავალ ორ წელიწადში სტიპენდიების რაოდენობას 800–ით გაზრდის.

 

18 ოქტომბერს Erasmus+ ეროვნულმა ოფისმა გამართა ტრადიციული საინფორმაციო ღონისძიება უნივერსიტეტების, პროფესორებისა და სტუდენტებისთვის. წელს ევროკავშირი Erasmus+ პროგრამის განხორციელებისათვის დამატებით ბიუჯეტს გამოყოფს, რაც მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას იძლევა და მნიშვნელოვნად ზრდის სტიპენდიების რაოდენობას.

 

ღონისძიება გახსნეს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილმა.

 

Erasmus+ პროექტებსა და სტიპენდიებზე არსებული მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით ევროკავშირმა ე.წ. მიზნობრივი დაფინანსების ფანჯარა გახსნა საქართველოსთვის მომავალი ორი საგრანტო კონკურსისათვის. ეს ნიშნავს დამატებით 6 მილიონ ევროს 2019 და 2020 წლებში. Erasmus+ დამატებითი ბიუჯეტი ნიშნავს საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის გაზრდილ მხარდაჭერას და სტუდენტებისა და პროფესორებისათვის 800–ით მეტ სტიპენდიას. 

 

Erasmus+ ევროკავშირის პროგრამაა 2014–2020 წლებში განათლების, გადამზადების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში. საქართველოში ეს პროგრამა მოქმედებს 2015 წლიდან და ჩაანაცვლა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მანამდე არსებული საგანმანათლებლო პროგრამები (Tempus, Erasmus Mundus Action 2). საქართველო Erasmus+ პროგრამის ერთ–ერთი ყველაზე უფრო წარმატებული ქვეყანაა პროექტებისა და სტიპენდიების მაღალი რაოდენობით.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner