logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: სალომე ზურაბიშვილი არასოდეს წავა თავისი ქვეყნის თვითმყოფადობის წინააღმდეგ
- +

18 ოქტომბერი. 2018. 19:26

 

„ქალბატონი სალომე არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი. არასოდეს ის თავისი ქვეყნის თვითმყოფადობის წინააღმდეგ არ წავა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა ხობში ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა. 

 

„პირიქით, იქნება ხმალამოღებული და მე ვიცი როგორია ხმალამოღებული სალომე ზურაბიშვილი. ეს ბევრმა ჩემმა თანამებრძოლმა იცის აქ - ის არასოდეს პრინციპს არ ღალატობს და სადაც სალომეა, იქეთა მხარეს უნდა გეგულებოდეს, რომ კლდეა და დაცული ხარ ბოლომდე. ამიტომაც ეშინიათ ზოგზოგიერთებს. მე მინდა წარმატებები ვუსურვო მას და ყველას მოგიწოდოთ, რომ 28 ოქტომბერს გადავდოთ ჩვენი საქმეები, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, ხმა მივცეთ სალომე ზურაბიშვილს. ეს არის განვითარებისკენ ნაბიჯის გადადგმა!“ - განაცხადა ძიძიგურმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner