logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: როგორც პრეზიდენტი, ვდებ პირობას, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას დავასრულებთ
- +

18 ოქტომბერი. 2018. 21:00

 

 

„მე, როგორც პრეზიდენტი დღეს ვდებ პირობას, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას დავასრულებთ“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხობში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

 

„მე, როგორც პრეზიდენტი დღეს ვდებ პირობას, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას დავასრულებთ, რადგან არ შეიძლება ქვეყანამ არ იცოდეს როგორ და რა პირობებში გარდაიცვალა ერთ-ერთი პრეზიდენტი, ის პრეზიდენტი, რომელმაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა და რეფერენდუმი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია, რომელსაც ვერავინ წაშლის. ქვეყანა ქვეყანას არ ჰგავს, თუ ვერ ვიტყვით რა მოხდა და ვერ დავხურავთ ჩვენი ისტორიის ამ ფურცელს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner