logo_geo
eng_logo
ირაკლი ხახუბია: სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად არის პრინციპული ადამიანი! ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ მას!
- +

19 ოქტომბერი. 2018. 17:43

 

„სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად არის პრინციპული ადამიანი, აქვს უაღრესად დიდი გამოცდილება დიპლომატიური კუთხით. ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ მას!“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ხახუბიამ ფოთში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

„ფოთელებისათვის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენს ქალაქში ნიკო ნიკოლაძეობა აღინიშნება. სასიხარულოა, რომ სწორედ დღეს, ჩვენთან ერთად,  ქალბატონი სალომე ბრძანდება. ქალბატონი სალომე, მოგეხსენებათ, დიდი ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილია.  იმ ადამიანის შთამომავალი,  რომელმაც გაანათა ჩვენი ქალაქი როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ  პირველი ნათურა საქართველოში აინთო ქალაქ ფოთში. ეს იყო დიდი ნიკო ნიკოლაძის დამსახურება. მის სახელთანაა ასევე დაკავშირებული ფოთის პორტი, რკინიგზა. მისი 18-წლიანი  მერობის განმავლობაში გაშენდა ეს ქალაქი, რომელიც იყო ჭაობიანი.  ნიკო ნიკოლაძის  დამსახურებით აისახა ასეთი პატარა, ლამაზი ქალაქი მსოფლიო რუქაზე.

 

რაც შეეხება თავად ქალბატონ სალომეს, იგი ნამდვილად არის პრინციპული ადამიანი, აქვს უაღრესად დიდი გამოცდილება დიპლომატიური კუთხით. ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ მას!“ - განაცხადა ხახუბიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner