logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: უნდა მივაღწიოთ, რომ ყველა მოქალაქემ ექვს წელიწადში თქვას, აი, ამ ქვეყანაში მართლაც უკეთესად ვცხოვრობთ
- +

21 ოქტომბერი. 2018. 13:35

 

 

„ერთობლივი ძალისხმევით უნდა მივაღწიოთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ექვს წელიწადში თქვას, აი, ამ ქვეყანაში მართლაც უკეთესად ვცხოვრობთ“, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გლდანში გამართული შეხვედრის მონაწილეებს.

 

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მეტნაკლებად დაუცველ ფენებს სჭირდებათ მეტი ზრუნვა, ვიდრე აქამდე.

 

„სახელმწიფომ ბევრი გააკეთა, დაზღვევა, საყოველთაო ჯანდაცვა, C ჰეპატიტის პროგრამა. ზოგჯერ გვავიწყდება, რაც პოზიტიური გაკეთებულა, მაგრამ ეს კარგიც არის, რადგან ადამიანი უნდა შეეჩვიოს კარგს და არა – ცუდს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მისივე თქმით, ქალ პრეზიდენტს შეუძლია, ბევრი რამ შეცვალოს საზოგადოებრივ მიდგომებში, ხელისუფლების ხედვებში.

 

„შეუძლია, ურჩიოს აღმასრულებელ თუ კანონმდებელ ხელისუფლებას, მეტი გააკეთოს სხვადასხვა კუთხით. ამ მიმართულებით თქვენზე დამოკიდებული ვიქნები. თქვენ უნდა მოიტანოთ ჩემამდე ის პრობლემები, რაც შეიძლება განიხილოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. მე ვიქნები თქვენი ხმა მათთან, მე მექნება მთავრობასთან, პარლამენტთან ურთიერთობა, რომელიც საჭიროა საქმის ერთად კეთებისთვის. თქვენ ჩემზე უფრო კარგად იცით, რა გჭირდებათ. ეს უნდა მოიტანოთ ჩემამდე და ამისთვის ყველა საშუალება იქნება – ღია ადმინისტრაცია, ცხელი ხაზი. პრეზიდენტი იქნება თქვენთან ძალიან ახლოს. რეგიონებში როდესაც დავდიოდი, ყველგან ვთქვი, რომ მე სასახლეში ჩაკეტილი არ ვიქნები, არ უნდა ვიყოთ ჩაკეტილი და ჩამსხვრეული ხიდის იქით და აქეთ, არამედ, უნდა შეგვეძლოს დიალოგი. დიალოგი ძალიან დამჭირდება, რათა მთავრობასთან თუ პარლამენტთან მივიტანო მოქალაქეთა მოთხოვნები, საინტერესო მოსაზრებები“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner