logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: საოკუპაციო ხაზი უნდა მოვშალოთ და დავიბრუნოთ ნამდვილი საზღვრები
- +

21 ოქტომბერი. 2018. 15:24

 

 

„უნდა დავინახოთ, განვსაზღვროთ, სად არის ჩვენი მომავალი, როგორ გავამთლიანოთ ეს ქვეყანა“, – ასეთი განცხადება გააკეთა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ნაძალადევში ამომრჩევლებთან შეხვედრისას.

 

სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის გაერთიანებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრს არ ეგონა, თუ ორად გაყოფილი გერმანია გაერთიანდებოდა.

 

„მსოფლიოში ბევრი რამე იცვლება. ბევრს ისიც არ ეგონა, თუ დადგებოდა დღე და ორად გაყოფილი გერმანია გაერთიანდებოდა,  ევროპის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებოდა. უნდა დავინახოთ, განვსაზღვროთ, სად არის ჩვენი მომავალი, როგორ გავამთლიანოთ ქვეყანა. საოკუპაციო ხაზი, რომელიც შუაში გვყოფს, უნდა მოვშალოთ და დავიბრუნოთ ნამდვილი საზღვრები. ამას კი სჭირდება ჭკუა, დიპლომატია და გამოცდილების გამოყენება, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენი, ადამიანების გაერთიანება სჭირდება“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner