logo_geo
eng_logo
„პუტინი ირჩევს გრიგოლ ვაშაძეს!“ - გორში საპრეზიდენტო კანდიდატის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს!
- +

22 ოქტომბერი. 2018. 23:04

 

 

გორის ქუჩებში „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს. პლაკატებზე, რომელიც საბჭოთა პროპაგანდისტული პლაკატების სტილშია გადაწყვეტილი, გრიგოლ ვაშაძე ვლადიმერ პუტინთან ერთადაა გამოსახული. სააგიტაციო ფურცლები სტალინის სახლ-მუზეუმთან და გორის ცენტრალურ ქუჩებში, ვაშაძის პლაკატებზეა გადაკრული. ასეთივე პლაკატები გორის გარდა შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში გააკრეს.

 

გამოსახულების მიხედვით, პუტინი „ირჩევს გრიგოლ ვაშაძეს“.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner