logo_geo
eng_logo
გრიგოლ ვაშაძე: მე ვიყავი საბჭოთა დიპლომატი და ძალიან ვამაყობ ამით
- +

7 ნოემბერი. 2018. 14:11

„მე ვიყავი საბჭოთა დიპლომატი და ძალიან ვამაყობ ამით“, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„მე არანაირი პრობლემა მაქვს, რადგან 1958 წელს თბილისში დაბადებული ადამიანი სხვანაირი ვერ იქნება. მე ვიყავი საბჭოთა დიპლომატი და ძალიან ვამაყობ ამით. ვმონაწილეობდი მოლაპარაკებებში, რომლებმაც ჩვენი ცხოვრება უფრო უსაფრთხო გახადა: ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ, ბირთვული ცდების აკრძალვის შესახებ. ფანტასტიკური სკოლა გავიარე. ე.წ. ქართული ოცნება და ივანიშვილის ტელეარხები ცდილობენ, ითამაშონ ჩემს ბიოგრაფიაზე იმის თქმით, რომ მე „კაგებეს“ აგენტი ვარ, რომ მე რუსეთის გავლენის აგენტი ვარ. ეს არ მუშაობს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner