logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა და ქართველ ხალხზე შურისძიებაა
- +

7 ნოემბერი. 2018. 14:37

„დოიჩე ველესთან“ ინტერვიუთი გრიგოლ ვაშაძემ დაასრულა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთკვირიანი მასკარადი ვითომდა მათ კონსტრუქციულ გეგმებზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„მან  პრაქტიკულად ჩვენება მისცა „დოიჩე ველეს“ და კვლავ ღიად დააანონსა ძალადობრივი რეჟიმის არქიტექტორების და უშუალო მწამებლების უპირობო შეწყალება.

 

ჩვენ გვაქვს არაორდინარული სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი, არა ქვეყნის განვითარებას, არა საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობის პირნათლად შესრულებას, არამედ ასი ათასი კაცის გამოყვანას და ქვეყანაში არეულობას დაწყებას გვპირდება.

 

ყველასათვის ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა და ქართველ ხალხზე შურისძიებაა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშაძემ საკუთარ ინტერვიუში.

 

დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ გასცემს საკადრის პასუხს 7 ნოემბრის, ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედებს.

 

სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ქართველ ხალხთან ერთად არის და იქნება იმის გარანტი, რომ საქართველოში აღარასდროს განხორციელდება ნაციონალური მოძრაობის   რევანშისტული, რევოლუციური ზრახვები და არავის მივცემთ კანონის ჩარჩოებიდან გასვლის უფლებას.

 

ამის პირობას ვაძლევთ თითოეულ მოქალაქეს“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner