logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: გრიგოლ ვაშაძე ნიანგის ცრემლებს ღვრის... ეს არის სიყალბე და საზოგადოებამ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს...
- +

7 ნოემბერი. 2018. 14:37

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაზა გაბუნიას განცხადებით, 7 ნოემბერი საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი, მძიმე და ტკივილიანი დღეა.

 

ამის შესახებ გაბუნიამ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

 

„დღეს 7 ნოემბერია. საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი, მძიმე და ტკივილიანი დღე. ამ დღის გახსენება ისევე მტკივნეულია, როგორც ის წუთები, რომელიც გავატარეთ ჯერ რუსთაველის გამზირზე, შემდეგ რიყეზე და ბოლოს ტელეკომპანია „იმედთან“. ბუნებრივია, ეს მეხსიერება მნიშვნელოვანია, რათა მომავალში არავის მიეცეს რამე უფლება ან შესაძლებლობა, რომ ასეთი შეცდომა დაუშვას. სამწუხაროა, რომ ამ საპრეზიდენტო მარათონში ქვეყანას კვლავ ჰყავს როგორც სენი, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც სამარცხვინო სიყალბით საუბრობს 7 ნოემბერზე. ერთი მხრივ, ნიანგის ცრემლებს ღვრის და მეორე მხრივ, ამბობს, რომ იმ ტერორისტული სახელმწიფოს შემოქმედთ, რომელთაც განაპირობეს 7 ნოემბერი, შეიწყალებს და კვლავ მისცემს საშუალებას, პოლიტიკურად აქტიურები იყვნენ. ეს არის სიყალბე და საზოგადოებამ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს მეორე ტურის კენჭისყრისას“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner