logo_geo
eng_logo
ლევან გოგიჩაიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 400-ლარიანი პენსიის დანიშვნის დაპირება უტოპიურია
- +

8 ნოემბერი. 2018. 17:08

„მე მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც დაიჯერა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 400-ლარიანი პენსიის დამნიშნავია, ეს განცხადება თავიდანვე უტოპიური იყო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

 

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, აღნიშნულ დაპირებას რაც შეეხება, ეს პრეზიდენტის უფლება არ არის და „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო ტყუილია.

 

„მეორე დღეს ისინი აცხადებენ, 400-ლარიანი პენსია 2019-ში კი არ გექნებათ, გექნებათ 2023-ში, შესაბამისად, უკვე 6 წელი გადაწიეს ეს საკითხი, ამიტომ ეს არის ტყუილი.

ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს იყო ტყუილი, მაგრამ უკვე საკუთარ ტყუილებში გაიხლართნენ. მეორე ტური იქნება იმის საშუალება, რომ ყველა ტყუილში ვამხილოთ ისინი, ყველა სიცრუეში ვამხილოთ. მე მინდა მივმართო ჩვენს ძვირფასს პენსიონერებს, იმ ადამიანებს, რომლისთვისაც, რა თქმა უნდა, ეს საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არის ტყუილი. დღეს უკვე „ნაციონალურმა მოძრაობა“ იძახის, რომ 2023 წლამდე არ იქნება 400-ლარიანი პენსია, შესაბამისად, ნებისმიერი სხვა დაპირება, რომლებიც მათ გასცეს წინასაარჩევნოდ, ეს არის ტყუილი, ისინი არაფრის შემსრულებლები არ არიან. მათი ლიდერები იყვნენ, რომ ამბობდნენ, რომ საერთოდ ზოგადად 220-ლარიანი პენსია ამ ქვეყანაში არის უტოპია, ეს არის წარმოუდგენელი, მხოლოდ „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდა პენსიონერების სოციალური მდგომარეობის ძალიან საგრძნობლად გაუმჯობესება. ჩვენ პენსიის გარდა ვაფინანსებთ ჯანდაცვის პროგრამებს, სადაც 100-პროცენტიანი დაფინანსება აქვთ პენსიონერებს და შესაბამისად ჩვენ უკვე დავიწყეთ იმ მედიკამენტების დაფინასება, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ ადამიანებისთვის. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, 400-ლარიანი პენსია, რომელიც დაინიშნებოდა მათი წარმოდგენით ვითომ 2019 წლიდან, თვითონვე უარყვეს და ეს საკითხი გადაიტანეს 2023 წელს, ამიტომ ეს იყო ტყუილი და ძალიან ბევრ ტყუილში ვამხელთ ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ მეორე ტურის კამპანიის განმავლობაში“, - განაცხადა დეპუტატმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner