logo_geo
eng_logo
რომან კაკულია „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირებას შეურაცხყოფად აფასებს
- +

8 ნოემბერი. 2018. 17:10

 

„დღევანდელი მოცემულობით, ასეთი ხარისხის დაპირებაში ვერ ვხედავ ამის ელემენტარულ პრაგმატულ მარცვალს, ვხედავ ამომრჩეველზე ზემოქმედების, არასწორი დაპირების მცდელობას“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ განაცხადა.

 

„რა თქმა უნდა ყველას შეუძლია თქვას, რომ გაცილებით უკეთესად შეუძლია აამუშაოს ეკონომიკა ერთ და ორ წელიწადში და ა.შ. მაგრამ უნდა შესთავაზო მაშინ საზოგადოებას კონკრეტულად ის მექანიზმები, რომელიც ამ დოვლათის დაგროვების საშუალებას მოგცემს, რომელიც შემდეგ ამ დონემდე შეიძლება ავიდეს. მე კი დღევანდელი მოცემულობით, ასეთი ხარისხის დაპირებაში, ვერ ვხედავ ამის ელემენტარულ პრაგმატულ მარცვალასაც კი, ვხედავ ამომრჩეველზე ზემოქმედების, არასწორი დაპირების მცდელობას, ეს ფაქტობრივად არის გარკვეულწილად შეურაცხყოფაც კი იმ საზოგადოების, რომელსაც ამას სთავაზობ, იმიტომ რომ ავტომატურად შენ გულისხმობ, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ინფორმაციას არ ფლობენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის რეალობა. ფაქტობრივად, ეს ინფორმაცია შეურაცხყოფასაც კი შეიცავს, გარდა იმისა, რომ ის ტყუილი და არარეალურია. ეს თავისთავად გულისხმობს, რომ შენ ამ საზოგადოებაზე გაქვს ისეთი წარმოდგენა, რომ მათ რასაც გინდა, იმას მიყიდი. ეს შეურაცხმყოფელი მესიჯია საზოგადოებისათვის ამ მოცემულობაში, თუ არ განმარტავ ყველა იმ წინმსწრებ ნაბიჯს, რომლის ხარჯზედაც შენ შეგიძლია პირველ რიგში შექმნა ისეთი დოვლათი, რომელიც ასეთი ტიპის პენსიის გადახდის საშუალებას მოგცემს, ისე, რომ არ შეიზღუდოს, დავუშვათ, მასწავლებლების ხელფასი, ექიმების, ჯარისკაცების ხელფასები, პოლიციელების ხელფასები. აი, ამის შეუზღუდავად რომ შეგიძლია შენ 400 ლარამდე გაზარდო პენსია, ამისათვის რას აპირებ და როგორ დააგროვებ ამ დოვლათს, ამაზე თუ არ ილაპარაკებენ, მაშინ ატყუებ შენ და შეურაცხყოფას აყენებ საზოგადოებას“,- განაცხადა რომან კაკულიამ „კვირასთან“ საუბარში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner