logo_geo
eng_logo
მთავარი პროკურორი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
- +

8 ნოემბერი. 2018. 17:57

 

 

საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე და მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ.

 

მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის და საპროცესო კანონმდებლობის რეფორმის შესახებ იმსჯელეს.

 

დელეგაციის წევრებს საქართველოს პროკურატურის მუშაობის სპეციფიკის, უწყების პრიორიტეტების, პროკურატურის განვითარების სტრატეგიის და სამომავლო გეგმების შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია. შეხვედრაზე ასევე სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner