logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე: ეს უბრალოდ პენსიონერების მწარე დაცინვაა!
- +

8 ნოემბერი. 2018. 18:02

 

 

„როდესაც ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მოსახლეობას 400-ლარიან პენსიას ჰპირდება, ეს უბრალოდ პენსიონერების მწარე დაცინვაა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„დღევანდელი პენსიონერებისთვის ჩვენ უნდა გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები, რომელიც პირველ რიგში ეხება პენსიის ინდექსაციას, ანუ პენსიის ზრდის მიბმას ეკონომიკურ პარამეტრებზე ისე, რომ არ იყოს დამოკიდებული ეს პოლიტიკოსების დაპირებებზე. მაგალითად, ისეთ ცრუ დაპირებაზე, რომელიც ახლა საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჟღერს და უბრალოდ მწარე დაცინვა არის ჩვენი პენსიონერების, როდესაც ე.წ. კანდიდატი, უყვარს ეს სიტყვა ბატონ გრიგოლს, ჰპირდება 400- ლარიან პენსიას, რომელსაც სჭირდება 2 მილიარდი. ეს დაანგრევს მთლიან ბიუჯეტს და იცის ეს ძალიან კარგად თვითონ გრიგოლ ვაშაძემ. თვითონ თუ ვინმე ეკონომისტი ჰყავთ რაიმე ცოდნით ამ პარტიაში, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ შეუძლებელია, 2019, 2020 და გინდა 2021 წელს 400-ლარიანი პენსია ჰქონდეს. აი, ამ რეფორმით, რომელიც ჩვენ გვაქვს შემოთავაზებული, აუცილებლად იქნება 400-ლარიანიც, 500- და 600- ლარიანი პენსიები. დაახლოებით, დღევანდელი ფულიდან რომ გადავიანგარიშოთ, 500-600 ლარი უნდა იყოს პენსია. ეს რაღაც ელემენტარულ საჭიროებებს აკმაყოფილებს, მაგრამ ამის მიღწევის გზა ის რეფორმაა, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ და არა ცრუ დაპირებები და არარეალისტური დაპირებები, რომელსაც ჩვენი ოპონენტები იძლევიან“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner