logo_geo
eng_logo
ლევან გოგიჩაიშვილი: ამხანაგი ვაშაძე არის რუსული ყაიდის ადამიანი და საერთო არაფერი აქვს საქართველოსთან
- +

8 ნოემბერი. 2018. 18:05

 

 

„ჩვენ ვაცხადებდით და ახლაც ვაცხადებთ, ამხანაგი ვაშაძე, ეს არის რუსული ყაიდის ადამიანი, მას არაფერი საერთო არ აქვს საქართველოსთან, არაფერი არ აკავშირებს, არც კულტურა, არც ხასიათი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს.

 

„ის არის საბჭოთა, რუსი ადამიანი და არც უარყოფს ამ ყველაფერს. ის არის იმ სისტემის გადმონაშთი, რომელიც 20 წლის წინ ჩაბარდა და უფრო ადრე ჩაბარდა, ვთქვათ, ჩვენს წარსულს, შესაბამისად, დღეს ამხანაგი ვაშაძე არის პირდაპირი წარმომადგენელი რუსეთის ლიდერების საქართველოში და ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას ამხანაგი ვაშაძის არათუ წარმატება, არამედ წარმატების იმიტაციაც კი იმიტომ, რომ ამ ადამიანებში არის მხოლოდ დესტაბილიზაცია, მხოლოდ ნეგატივი.

 

მათი აგრესიული კამპანია, მათი მოწოდებები დესტაბილიზაციის, ქაოსის შექმნის ამ ქვეყანაში, ბუნებრივია, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ დაუშვებს, მაგრამ მიახლოებით იმიტირებული წარმატებაც კი არის დაუშვებელი მათი იმიტომ, რომ თავიდან ბოლომდე ისინი არიან მატარებელი აგრესიის, დესტაბილიზაციის. ერთადერთი ქვეყანა, ვინც ამ ქვეყანაში არის დაინტერესებული დესტაბილიზაციით, ეს არის რუსეთი, ის არის დაინტერესებული დესტაბილიზაციით უკრაინაში და სააკაშვილი ზოგადად და ვაშაძე საქართველოში არის მათი ინსტრუმენტი, რომ ამ ქვეყანაში შეიქმნას რაღაცა ქაოსის თუ დესტაბილიზაციის ფონი. კატეგორიულად არ დაუშვებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner