logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: დარწმუნებული ვარ, სპორტის ფედერაციები, სპორტსმენები საკადრის პასუხს გასცემს ვაშაძის განცხადებას
- +

8 ნოემბერი. 2018. 19:01

 

 

„სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" დირექტორმა ვლადიმერ ბოჟაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

 

მან სპორტულ ფედერაციებსა და სპორტსმენებს ოჯახებთან ერთად, დანაპირების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

 

„გუშინ „Deutsche Welle"-სთვის მიცემული, პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც მან ახსენა, რომ ის სახელმწიფო პროგრამებს, სპორტის მიმართულებით, არ დააფინანსებს და დაფინანსებას შეუწყვეტს. მან ახსენა ფეხბურთის პროგრამა, ახსენა ბეისბოლის გუნდი, ახსენა ჰოკეის ნაკრები.

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ძალიან ცუდია, როცა პრეზიდენტობის კანდიდატმა, რომელიც მეორე ტურში გადავიდა, არ იცის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუციას არავინ ეკითხება არაფრის დაფინანსებას ან არდაფინანსებას. სამწუხაროდ, მის ამ გამოსვლაში მისი სპორტისადმი, ცხოვრების ჯანსაღი წესისადმი, სპორტის ხელმისაწვდომობისადმი დამოკიდებულება ჩანს“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

 

იგი ასევე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში შექმნილ ვითარებაზე, როცა სპორტმა დიდი წნეხი და ზეწოლა გადაიტანა.

 

„ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელსაც სპორტის მიმართულებით „ნაციონალური მოძრაობა" ატარებდა. 2007 წელს მათი ბრძანებით გაუქმდა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია, გვახსოვს ბრძოლის მთელი პროცესი, რომელიც გადაიტანა უნივერსიტეტმა, სტუდენტებმა, კოლექტივმა. მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სპორტის უნივერსიტეტი 2013 წელს აღდგა.

რაც შეეხება სპორტის პროგრამების დაფინანსებას, ვაშაძემ ასევე ახსენა საარჩევნო კონტექსტი, ალბათ მისი მინისტრობის პერიოდი გაახსენდა, როცა სპორტსმენები, სხვადასხვა ფედერაციის ხელმძღვანელები პოლიტიკური თანამდებობების პირები იყვნენ, რომელთაც მხოლოდ ერთი ფუნქცია ჰქონდათ - სპორტსმენები პოლიტიკაში ჩაერთოთ, ასევე გამოეყენებინათ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და ხშირ შემთხვევაში, სპორტსმენები იყვნენ იმ პოლიტიკის გამგრძელებლები, რომელსაც ატარებდა „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ბოჟაძემ.

 

ვლადიმერ ბოჟაძის თქმით, დღეს სპორტი პოლიტიკური პროცესებისგან შორსაა, განსხვავებით წინა ხელისუფლების დროისა.

 

„დღეს სპორტი 2012 წლის სახელისუფლებო ცვლილებების შემდეგ, დეპოლიტიზირებულია, ფედერაციის პრეზიდენტები არიან არა პარლამენტის წევრები და „ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები და მათი აქტივისტები, როგორც წინა ხელისუფლების დროს იყო, არამედ სპორტის სახეობიდან, სპორტის წიაღიდან გამოსული ადამიანები.

სპორტი არ არის არცერთ საარჩევნო პროცესში ჩართული, არ არიან მობილიზებულები, არ არიან ზონდერჯგუფის წევრები, არ არიან პარტიის აქტივისტები და ა.შ.“ - აღნიშნა ბოჟაძემ.

 

მისი თქმით, დღესდღეობით, სოციალურად დაუცველი ბავშვებიც სარგებლობენ და აქტიურად არიან ჩართული მათთვის სასურველ სპორტულ ღონისძიებაში.

 

„სამწუხაროდ, ამ პოლიტიკაზე უარის თქმას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ და აპირებს იმ პოლიტიკის გატარებას, რომ დაფინანსება შეწყვიტოს ფეხბურთის პროგრამის, არსებობს კიდევ რაგბის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, კალათბურთის მხარდაჭერის პროგრამა, ძიუდოს მხარდაჭერის პროგრამა და ბევრი სხვა პროგრამაა, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი პოპულარული იყოს ახალგაზრდებში, სპორტი ხელმისაწვდომი გახდეს, უამრავი სოციალური პროექტი ხორციელდება რომ ბავშვებს შეეძლოს სოციალურად გაჭირვებული ოჯახებიდან სპორტის სახეობა აირჩიონ და დაკავდნენ ნებისმიერი სპორტით. თუ რამ დადებითი ხდება ჩვენს ქვეყანაში და ახარებს ჩვენს ამომრჩეველს, ახარებს საქართველოს მოსახლეობას და სიამაყით აღავსებს, ეს სწორედ სახელოვანი სპორტსმენები არიან. მათი გამარჯვების გამო იწევა საქართველოს დროშა სხვადასხვა ქვეყანაში და ისმის საქართველოს ჰიმნი“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

 

„სამწუხაროა, რომ 2007 წლის შემდეგ სპორტის უნივერსიტეტისა და სპორტის აკადემიის დახურვიდან დაწყებული ბევრი მავნე პრაქტიკით დასრულებული, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა, კონკრეტულად, გრიგოლ ვაშაძე, რადგან ის იყო სპორტისა და კულტურის მინისტრი, ამის გაკეთებას გეგმავს სამომავლოდ. ეს არის ძალიან ცუდი.

 

 

დარწმუნებული ვარ, რომ სპორტის ფედერაციები, სპორტსმენები, დიდი სპორტული ოჯახი და სპორტული ოლიმპიური ოჯახი საკადრის პასუხს გასცემს მის ამ განცხადებას“,- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner