logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: არასდროს მიმაჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოდესმე რეალურად გაიყო!
- +

8 ნოემბერი. 2018. 20:35

 

 

„არასდროს მიმაჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოდესმე რეალურად გაიყო”, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა.

 

მისი შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის არანაირი განსხვავება არ არის.

 

„არსებობს ადამიანური ფასეულობები, რომელიც ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში დიდწილად ნიველირებულია. ჩემთვის, ჩემი მეგობრებისთვის ეს ფასეულობები ისევ ისეთივეა, როგორიც ადრე. ძალიან ბევრი ადამიანისთვის ჩვეულებრივმა ადამიანურმა ფასეულობებმა აბსოლუტურად დაკარგა ღირებულება. ვფიქრობ, სინდისიც კარგი საქონელია. უბრალოდ, უნდა რცხვენოდეთ, რომ ერთმანეთის ასეთი ლანძღვა-გინების შემდეგ ძალად გაღიმებულები წარუდგნენ ქართულ პუბლიკას და საზოგადოებას. თუმცა კომენტარებშიც გაიჟღერა, რომ ჩვენ ახლა, ამ ეტაპზე დავუახლოვდით ერთმანეთს, თორემ, ძალიან ბევრი განსხვავება გვაქვსო. არ მიმაჩნია, რომ მათ შორის რამე განსხვავებაა და არასდროს მიმაჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოდესმე რეალურად გაიყო“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

 

მისი შეფასებით, გაყოფა მოხდა მხოლოდ ფორმალურად და დრომ დაადასტურა, რომ ეს იყო ტაქტიკური სვლა.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას ჰელსინკიში შეხვდა. სააკაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, გვაქვს ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი და ჩვენი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner