logo_geo
eng_logo
ალან დუნკანი: საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობები ფანტასტიკურია!
- +

8 ნოემბერი. 2018. 22:11

 

 

ევროპის საკითხებში ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი სერ ალან დუნკანი აცხადებს, რომ ბრექსიტის მიუხედავად, გაერთიანებული სამეფო დიდ როლს ითამაშებს უსაფრთხოების, თავდაცვის, ვაჭრობისა და სხვა მიმართულებებში.

 

„ბრიტანეთ-საქართველოს ურთიერთობები ფანტასტიკურ ფორმაშია, იმდენად კარგში, რომ უკვე ვფიქრობთ, როგორ გავხადოთ უკეთესი. ჩვენ ნამდვილად გვადარდებს საქართველო. ჩვენ, როგორც დიდი ბრიტანეთი არსად წავსულვართ, ვართ აქ, მიუხედავად ევროკავშირის დატოვებისა, არ გავმქრალვართ. ჩვენ ვითამაშებთ დიდ როლს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში, ვაჭრობასა და სხვა არაერთ მიმართულებაში. საქართველო არის ჩვენთვის საუკეთესო მაგალითი ამის დასამტკიცებლად. უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით თქვენ გაქვთ გამოწვევები, თქვენ ფაქტობრივად ფრონტის ხაზზე ხართ. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია და ვიცით კიდეც, რომ მნიშვნელოვანია. რუსეთი თავის უკანონო ყოფნის კონსოლიდირებას ცდილობს. მათ არ აქვთ ამის უფლება“, – აღნიშნა ევროპის საკითხებში ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა.

 

თბილისში სტუმრობისას, ბრიტანეთის საელჩოს მიღებაზე სერ ალან დუნკანმა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრა და ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან საქარველოში დიდი ბრიტანეთის სეზონიც დააანონსა, რომელიც 2019 წლის სექტემბერში დაიწყება და დეკემბრამდე გასტანს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner