logo_geo
eng_logo
ირლანდიელი სენატორი: არცთუ ისე შორეულ მომავალში, ჩვენ ვიხილავთ საქართველოს ტერიტორიებს გამთლიანებულს
- +

9 ნოემბერი. 2018. 10:40

 

 

ირლანდიელი სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლებით და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ.

 

ირლანდიის სენატის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პარალელურად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დააფიქსირეს და დაგმეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია სენატორებმა.

 

სენატორ დერმუდ უილსონის განცხადებით, იგი შეძრწუნებულია საქართველოში მავთულხლართების გავლებით და გაყოფილი ოჯახებით.  საკუთარ გამოსვლაში მან საქართველოში განხორციელებული ვიზიტი გაიხსენა.

 

„ჩვენ საკუთარი თვალით ვიხილეთ საზღვარზე არსებული მდგომარეობა.  სულისშემძვრელი იყო მავთულხლართებით გახლეჩილი ოჯახები. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დახმარების ხელს უწვდის მათ. უნდა აღინიშნოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და მათ შორის ირლანდიელი მონიტორების დამსახურებაც, რომლებიც ადგილზე, ყოველდღიურ რეჟიმში მონიტორინგს უწევენ სიტუაციას. იმედი მაქვს, რომ სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია შეიტანს თავის წვლილს და ერთ დღეს, არც თუ ისე შორეულ მომავალში, ჩვენ ვიხილავთ საქართველოს ტერიტორიებს გამთლიანებულს და მის ხალხს გაერთიანებულს“, - განაცხადა სენატორმა დერმუდ უილსონმა.

 

შეგახსენებთ, ირლანდიის სენატმა 20018 წლის 7 ნოემბერს  ერთხმად მიიღო რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ/Motion on support for the territorial integrity of Georgia and its integration into the European Union“, რომლითაც მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციას. რეზოლუცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მისი შინაარსის, ტექსტში გამოყენებული ძლიერი ფორმულირებების და საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერის თვალსაზრისით.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner