logo_geo
eng_logo
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის საკონსულო აღრიცხვას 11 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ
- +

9 ნოემბერი. 2018. 11:33

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მიმდინარე წლის 7 ნოემბრის #52 დადგენილებით არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის დადგინდა საზღვარგარეთ ჩვენი თანამოქალაქეების საარჩევნო მიზნებისათვის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ბოლო ვადა - 2018 წლის 11 ნოემბერი (მუხლი 1. მე-3 ნაწილი).

 

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საარჩევნო სიებში რეგისტრაციისა - და შესაბამისად - არჩევნებში მონაწილეობის წინაპირობაა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.

 

მოქალაქეებმა, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის თხოვნით - არაუგვიანეს მიმდინარე წლის 11 ნოემბრის ჩათვლით - უნდა მიმართონ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს საკონსულო დაწესებულებას/დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან ელექტრონულად (ონ-ლაინ რეჟიმში) დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ოფიციალური ვებ-გვერდის (https://geoconsul.gov.ge/ka/register/visit) მეშვეობით.

 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისათვის ონ-ლაინ რეჟიმში 4000-მდე მოქალაქე დადგა საკონსულო აღრიცხვაზე, ხოლო მათთვის, ვისაც აღნიშნულ პროცესში ესაჭიროება ტექნიკური დახმარება, ყველა საკონსულო დაწესებულებაში მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი (http://www.mfa.gov.ge/MainNav/MediaCenter/Consular-Hotline.aspx) სადაც მოქალაქეები ინდივიდუალურად მიიღებენ საჭირო დახმარებას.

 

საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების საარჩევნო უფლების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, საკონსულო დაწესებულებები/დიპლომატიური წარმომადგენლობები გადასული არიან მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც გულისხმობს არასამუშაო დღეებში მოქალაქეთა მომსახურების - მათ შორის - საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის განხორციელებას.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner