logo_geo
eng_logo
„შეურაცხყოფა, შეურაცხყოფა და კიდევ უფრო მეტი შეურაცხყოფა…” – თეიმურაზ გორჯესტანი ატოცში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
- +

9 ნოემბერი. 2018. 13:02

 

გუშინ სოფელ ატოცში, კონფლიქტის ზონასთან მომხდარ ინცინდენტს სალომე ზურაბიშვილის შვილი თეიმურაზ გორჯესტანი „facebook“-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა:

 

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მკვეთრი განსხვავებით დავინახეთ…

სალომე ზურაბიშვილი მოიქცა ისე, როგორც ნებისმიერი ღირსეული პრეზიდენტი მოიქცეოდა: პატივისცემით, პრინციპულობითა და ლიდერობით.

მეორე მხრივ, დავინახეთ სრულიად საპირისპირო: შეურაცხყოფა, შეურაცხყოფა და კიდევ უფრო მეტი შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი იყო იმის უარყოფა, რასაც დედა მასწავლიდა: ქართული ტრადიციები, თავაზიანობა და სიკეთე, – წერს გორჯესტანი.

 

გუშინ მმართველი გუნდის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სოფელ ატოცში ჩავიდა, სადაც რუსი ოკუპანტები ახალ მავთულხლართებს აბამენ.

 

„ეს არის ის, რაც ამ ქვეყნის ყველაზე დიდი ტკივილია დღეს, რაზედაც უნდა იზრუნოს მომავალმა პრეზიდენტმა, რათა ეს საოკუპაციო ხაზი მოიშალოს. პირველ რიგში, უნდა

ვიზრუნოთ იმ მოსახლეობის მდგომარეობაზე, რომელსაც არ შეუძლია მშვიდად იცხოვროს, არ აქვს პირობები, რათა მშვიდად იმუშაოს. პრეზიდენტი როგორც მთავარსარდალი,

უნდა ზრუნავდეს საზღვარზე და ამ ადამიანების ყოველდღიურ ბედზე“, –  განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

სწორედ, იმ დროს როდესაც სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, ლანა ღვინჯილიამ ატოცში ყოფნისას მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner