logo_geo
eng_logo
დიმიტრი ცქიტიშვილი: სამწუხაროა, რომ არ ერიდებიან შეურაცხყოფას იმ ადგილზეც, რომელიც ცალსახად უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური შეტევებისგან
- +

9 ნოემბერი. 2018. 14:41

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი სოფელ ატოცში გუშინ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რა დროსაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

„გუშინდელი ინციდენტი ალბათ კიდევ ერთგვარი გამოხატულებაა იმ სახის, რომელსაც ხშირ შემთხვევაში აფიქსირებს ოპოზიცია. სამწუხაროა, რომ თუნდაც ის ადგილი, რომელიც ცალსახად უნდა იყოს თავისუფალი პროვოკაციებისგან და პოლიტიკური ესეთი შეტევებისგან. იქაც კი არ ერიდებიან ამას და მე მოვუწოდებ, როგორც მინიმუმ, რომ თავი შეიკავონ და თავის აქტივისტებს უთხრან, რომ ამ ადგილებში მაინც თავი შეიკავონ, ზოგად ფორმატში თუ არ იკავებენ თავს შეურაცხყოფისგან, იქ მაინც შეიკავონ, იმიტომ რომ სხვა გარემოა და ასე ვთქვათ, სხვა კონტექსტია", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

 

ის ასევე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ეკა ბესელია შეიცვლება.

 

ცქიტიშვილის თქმით, მსგავსი ინფორმაცია მას არ აქვს:

 

„წარმოდგენა არ მაქვს... არ ვიცი... ჯერჯერობით არ არის ამაზე საუბარი... არ ვიცი, რას გულისხმობთ, რა დაპირისპირებაზე, მაგრამ არ გამიგია. მე კომიტეტის წევრი არ ვარ და კომიტეტში რამე დაპირისპირებაზე ვერ გეტყვით, არ ვიცი და არც ვიცი საკადრო ცვლილებები არის თუ არა, ყოველ შემთხვევაში არ გამიგია, თქვენგან მესმის პირველად. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნავს დიმიტრი ცქიტიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner