logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი ეკა ბესელიაზე: თუ გადაადგილება მოხდა, შეიძლება დაწინაურებად ჩაითვალოს
- +

9 ნოემბერი. 2018. 15:08

 

„თუ ასეთი გადაადგილება მოხდა, ფორმალურად ეს დაწინაურებად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, რეალურად წამყვანი კომიტეტის ლიდერობა ბევრად საპასუხისმგებლოა“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა „ინტერპრესნიუსის“ მიერ მოპოვებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ, შესაძლოა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს და კომიტეტის თავმჯდომარის სავარძლიდან პარლამენტის სპიკერატში გადაინაცვლოს.

 

„კომიტეტის თავმჯდომარის საკითხს წყვეტს პარლამენტის პლენარული სხდომა. შესაბამისად, ჯერჯერობით ასეთი განხილვების შესახებ მე არ მსმენია. ასე რომ, ასეთ ინფორმაციას მე არ ვფლობ და გამიჭირდება მისი დადასტურება“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

 

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, შეიძლება თუ არა, ასეთი გადაადგილება დაწინაურებად ან დაქვეითებად შეფასდეს, ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ ფორმალურად ეს დაწინაურებაა, დატვირთვით და უფლებამოსილებებით კი, დაქვეითება.

 

„გააჩნია, რა კუთხით შევხედავთ. ფორმალურად ეს დაწინაურებაა, დატვირთვით და უფლებამოსილებებით კი, დაქვეითება. ფორმალურად ვიცე-სპიკერი უფრო მაღალი თანამდებობაა, ვიდრე კომიტეტის თავმჯდომარე. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში, რომლის მთავარ ფუნქციას საკანონმდებლო ხელისუფლების განხორციელება წარმოადგენს, იურიდიული საკითხების კომიტეტი არის წამყვანი კომიტეტი. ის ქმნის კანონების 70-80%-ს, რაც კი პარლამენტში განიხილება. ასე რომ, თუ ასეთი გადაადგილება მოხდა, ფორმალურად ეს დაწინაურებად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა რეალურად წამყვანი კომიტეტის ლიდერობა ბევრად საპასუხისმგებლოა“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner