logo_geo
eng_logo
ლევან ამირიძე დევი ჭანკოტაძეს: იმდენი ღირსება მაინც შეინარჩუნეთ, როდესაც ჯარისკაცის საფლავთან დგახართ, პოლიტიკური განცხადებები არ გააკეთოთ
- +

9 ნოემბერი. 2018. 15:47

 

თადარიგის მაიორი ლევან ამირიძე სოციალურ ქსელში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის დევი ჭანკოტაძის საპასუხოდ წერს.

 

ღენერალი“ ჭანკოტაძე დღეს „კაგებეს“ და მის კომისარს ბატიუშა გრეგორის უცხადებს მხარდაჭერას და ამავე დროს, 2008 წლის ომის გმირებს ეფარება ზურგს უკან.

გასაგებია, რომ ეს კაცი ღირსებასთან მწყრალად არის, მაგრამ იქნებ იმდენი ღირსება მაინც შეინარჩუნოთ, როდესაც ჯარისკაცის საფლავთან დგახართ, პოლიტიკური განცხადებები არ გააკეთოთ და უბრალოდ დადუმდეთ.

დღეს, როგორც გულდამწვარმა მამულიშვილმა და მოამაგემ, ისე მოიხსენიეთ ომგამოვლილი ოფიცრები და ჯარისკაცები. არადა, არასოდეს მინახიხართ ვეტერანების არც ერთ შეკრებაზე, არც ჭირში და არც ლხინში.

თუ მეხსიერება არ მღალატობს, თქვენ ის გენერალი ხართ, 2008 წელს საბრძოლო მოქმედებების მართვას კასპიდან რომ ცდილობდით. დღეს რაღაც შეუვალი გინდოდათ რომ ყოფილიყავით, მაგრამ არ გამოგდით, ღია სივრცეშიც კი. ხომ არ დაგავიწყდათ პანკისის ხეობის და კოდორის ხეობის დაცვის ოპერაციები, როდესაც გენერალმა კობალაძემ კოდორში ვერ გამოგიტყუათ, იმიტომ რომ დახურული სივრცის და სიმაღლის გეშინოდათ, თურმე გონებას კარგავდით ვერტმფრენში.

 

ალბათ გაიძულეს ნაციონალებმა, რომ დღეს გამომხტარიყავით და მსგავსი განცხადებები გაგეკეთებინათ თქვენივე ბნელი წარსულიდან გამომდინარე. ამისთვის strelebi-ის ამბავიც ეყოფოდათ, დამერწმუნეთ. არადა, ეგ კარგად ეხერხებათ თქვენი კუმირის ჯაზბანდას.

 

თქვენ ის გენერალი ხართ, რომელმაც შიშით ცნობაც კი ვერ გაეცით გენერალური შტაბიდან სასამართლოში წარსადგენად, უდანაშაულოდ დაჭერილი გენერალი კობა კობალაძისთვის, რომ მან სამხედრო აღჭურვილობა ნამდვილად თავდაცვის სამინისტროდან მიიღო 2008 წლის ომის დროს. ასე რომ, იმაზე მაღლა ნუ მოინდომებთ ახტომას, რაც წელს ქვემოთ არის“, - წერს მაიორი ამირიძე.

 

ჭანკოტაძემ დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა.

 

ამასთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის დევი ჭანკოტაძის განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა. უწყება მოქალაქეებსა და პოლიტიკური გაერთიანების წევრებს მოუწოდებს, შეიარაღებული ძალების საარჩევნო კამპანიაში ჩართვას ნუ ეცდებიან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner