logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: უტიფრობაა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ბედავს, საოკუპაციო ხაზთან გამოჩნდეს
- +

9 ნოემბერი. 2018. 15:48

 

 

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სოფელ ატოცში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის ჩასვლისას მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, უტიფრობაა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს და ბედავს, საოკუპაციო ხაზთან გამოჩნდეს.

 

„მათი ქმედებით თუ უმოქმედობით ვართ იმ შედეგამდე, რომ რუსეთმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და აგრძელებს მავთულხლართების გავლებას, რაც 2008 წლიდან დაიწყეს ოკუპანტებმა. ამ ვითარებაში, კარგი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ კარგად გაიაზრებს, რა შეცდომები დაუშვა, მათ შორის ბორდერიზაციის პროცესთან მიმართებაში“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

ამასთან, მისი თქმით, ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად აღნიშნული პროცესის შესაჩერებლად მაქსიმუმს აკეთებს.

 

„ნებისმიერი პროვოკაცია აძლიერებს ოკუპანტს, ამიტომ სამწუხაროა, როცა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტი ვერ იაზრებს, რომ არის საკითხები, სადაც მთავარია ერთობის ჩვენება და არა ვიწროპარტიული პოლიტიკური ინტერესების გამოხატვა. ყველამ კარგად ვნახეთ, ის ქალბატონი როგორც იქცეოდა. ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner