logo_geo
eng_logo
კახა კალაძე ატოცში მომხდარზე: იქ იყო პირადი შეურაცხყოფა, მცდელობა, რომ შეხვედრები ჩაეშალათ
- +

9 ნოემბერი. 2018. 18:35

 

თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ სოფელ ატოცში სალომე ზურაბიშვილის სიტყვიერ შეურაცხყოფას სამარცხვინოს უწოდებს.

 

„ატოცში მომხდარს სამარცხვინოს ვუწოდებ, სხვა ვერაფერს, რა უნდა ვუწოდო. ესეც ნათელი მაგალითია, როგორ ხდება ხელშეშლა. გავიხსენებ, როგორი იყო საარჩევნო კამპანია პირველი ტურის დროს, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ხვდებოდა ამომრჩეველს და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიდიოდნენ. იქ იყო პირადი შეურაცხყოფა, მცდელობა, რომ შეხვედრები ჩაეშალათ.

მე ველოდები საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებს. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ალბათ ჩამალულები რომ არიან, ამოვლენ, თვალს გაუსწორებენ რეალობას და გააკეთებენ იმ განცხადებას, რასაც ელოდება ხალხი", – განაცხადა კახა კალაძემ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, ლანა ღვინჯილიამ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner