logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: სააკაშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი იმ არასწორი ქმედებების გამო, რომელმაც ტერიტორიები დაგვაკარგინა
- +

9 ნოემბერი. 2018. 18:42

 

„ჩვენ ყველა, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვთანხმდებით, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

 

„ჩვენ ყველა, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვთანხმდებით, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა და აქ კითხვის ნიშანი არ ჩნდება. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ, უშუალოდ სააკაშვილმა ითამაშა ის ძალიან ტრაგიკული როლი, რაც ჯდებოდა პუტინის და კრემლის ინტერესებში და ფაქტობრივად ის გახდა ამ პროვოკაციის თანამონაწილე. ამიტომ ეს ვიდეო კიდევ ერთი გახსენებაა იმ ტრაგიკული მოვლენების და იმის დადასტურება, რომ მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება სააკაშვილს და ხელისუფლებას აფრთხილებდა, რომ რუსეთის პროვოკაციებს არ წამოგებოდა, მან ეს ნაბიჯი გადადგა. შესაბამისად, დღეს თუ ვინმეს ამ მიმართულებით ბოდიში აქვს მოსახდელი და პასუხისმგებელია საკუთარი ხალხის წინაშე, და არა იმ კუთხით, რომ აქ რაიმე კითხვის ნიშანი ჩნდება ოკუპაციასთან დაკავშირებით, აქ საუბარია იმ უპასუხისმგებლო, იმ არასწორ მოქმედებებზე, რამაც სამწუხაროდ, მიგვიყვანა რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაზე",-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner