logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მთავრობა ხვალ აცხადებს მასშტაბურ გადაწყვეტილებას, რამაც „ნაცმოძრაობა“ შოკში ჩააგდო და კლოუნადა მოაწყო
- +

18 ნოემბერი. 2018. 18:18

 

„როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი შოკში ჩააგდო ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ  საქართველოს მთავრობა ხვალ აცხადებს მასშტაბურ და პრინციპულ გადაწყვეტილებას, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჭარბვალიანობის დაძლევის და ე.წ. „შავი სიის“ პრობლემის მოგვარების გზაზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ამ შოკის გამოხატულება იყო ის კლოუნადა, რომელიც რამდენიმე საათის წინ პირდაპირ ეთერში მოაწყო გრიგოლ ვაშაძემ.

 

მეგობრებო! „ქართული ოცნება“ ასრულებს დაპირებას, რომელზეც პარტიის თავმჯდომარე პოლიტიკაში დაბრუნებისას საუბრობდა და რომლის განხორციელება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს დაიწყო.

 

მინდა, მივმართო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს: დამშვიდდით, ნუ კანკალებთ, შეწყვიტეთ პანიკა და შეეგუეთ, რომ ხელისუფლება თქვენგან მემკვიდრეობით მიღებულ პრობლემებს აგვარებს.

 

დაელოდეთ, ხვალ პრემიერი გამოაცხადებს ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ჭარბვალიანობის დაძლევის გზაზე“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner