logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: „ჰეროკრატიაში“ იმის ნახევარიც არ არის, რასაც სჩადიოდნენ ის მანქურთები
- +

18 ნოემბერი. 2018. 23:34

 

„ყველა ამბავზე, რომელიც „ჰეროკრატიაში” არის მოყოლილი, პასუხს ვაგებ, ნებისმიერი სასამართლოს წინაშე”, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ქუთაისში გამართულ აქციაზე განაცხადა.

 

„მე გადავიღე ფილმი „ჰეროკრატია”. ყველა ამბავზე, რომელიც იქ არის მოყოლილი, პასუხს ვაგებ, ნებისმიერი სასამართლოს წინაშე. სახარებაზე ხელს დავდებ და გეტყვით, რომ ეს იმის ნახევარიც არ არის, რასაც სჩადიოდნენ ის მანქურთები, რაც თქვენ იქ ნახეთ, ნებისმიერ სასამართლოში. ახლავე ვიწვევ გრიგოლ ვაშაძეს ნებისმიერ ეთერში, თქვენ წინაშე, მთელი საქართველოს წინაშე და ვეუბნები რომ ის იყო დამსმენი, რომელიც დაჰყვებოდა სახელოვნებო კოლექტივებს საბჭოთა კავშირის დროს”, – განაცხადა ხაინდრავამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×