logo_geo
eng_logo
ანდერს ფოგ რასმუსენი: საქართველოსა და უკრაინისათვის MAP-ი უნდა მიგვეცა
- +

19 ნოემბერი. 2018. 10:30

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი „ომისა და მშვიდობის ინსტიტუტისთვის" მიცემულ ინტერვიუში, რომელიც გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნდა, აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინისათვის 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე უნდა მიეცათ MAP-ი.

 

„2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე გადავწყვიტეთ, რომ საქართველო და უკრაინაც გახდებოდნენ ნატო-ს წევრები. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მიმაჩნია, რომ საქართველოსა და უკრაინისათვის იქვე უნდა მიგვეცა MAP-ი, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ და ამ თავშეკავებით არასწორი სიგნალი გავუგზავნეთ პუტინს. მან ჩათვალა, რომ ახლა მისი დრო იყო, შეეძლო, აგრესიულად ემოქმედა და შედეგიც ვნახეთ - იმავე წელს საქართველოს დაესხა თავს. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ბოლომდე უნდა მივყოლოდით იმ გზას, რომელიც უკრაინასა და საქართველოს სამიტზე მაპ-ის მიღებასთან მიიყვანდა. ეს არ იქნებოდა წევრობის გარანტია, მაგრამ ეს იქნებოდა მძლავრი სიგნალი“, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner