logo_geo
eng_logo
„საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესს, NATO-ს წევრი სახელმწიფოების პარლამენტის წარმომადგენლები მუდმივად მხარს უმაგრებენ“
- +

19 ნოემბერი. 2018. 10:38

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის ინტენსიურ პროცესს, მუდმივად მხარს უმაგრებენ NATO-ს წევრი სახელმწიფოების პარლამენტის წარმომადგენლები“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტის შეფასებისას განაცხადა.

 

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა სრულად გაითვალისწინა საქართველოს დელეგაციის მიერ წარდგენილი ცვლილებების პროექტი. „NATO-ს შეკავების გაძლიერება აღმოსავლეთით“ რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია რა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედო აგრესია, მიმდინარე უკანონო ოკუპაცია და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, ასამბლეა მიესალმება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოსთან სტრატეგიულ დისკუსიაში ჩართულობას და საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს. ასევე, მოუწოდებს ალიანსის მთავრობებს და პარლამენტებს მაქსიმალურად ჩართონ საქართველო NATO-ს ყველა იმ პროგრამაში, რომელიც უკავშირდება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის ინტენსიურ პროცესს, მუდმივად მხარს უმაგრებს NATO-ს წევრი სახელმწიფოების პარლამენტის წარმომადგენლები“, - განაცხადა სესიაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner