logo_geo
eng_logo
„ჩვენთვის „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერა მიუღებელია“ - „ევროპულ საქართველოს“ აჭარაშიც ტოვებენ
- +

19 ნოემბერი. 2018. 11:17

 

„ვემიჯნებით რუსულ სცენარს და ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრგოლ ვაშაძის მხარდაჭერა მიუღებელია“, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ხულოს, ბათუმის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის პარტიის რეგიონულმა ხელმძღვანელებმა განაცხადეს და თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება გაასაჯაროვეს.

 

„2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენ მხარი დავუჭირეთ დავით ბაქრაძის კანდიდატურას და სწორედ „ევროპული საქართველოს“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის დამსახურებით, პარტიამ აჭარაში 15 ათასზე მეტი ხმა მოიპოვა. ჩვენი მხრიდან დავით ბაქრაძის კანდიდატურის მხარდაჭერა განპირობებული იყო მისი დიპლომატიური გამოცდილებით და გამომდინარე აქედან, ჩვენ გვჯეროდა, რომ ეს იყო ქვეყნის ევროპული არჩევანი.

 

გვინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა ჩვენს ამომრჩეველს და ამავდროულად გაცნობოთ იმ გადაწყვეტილების შესახებ, რაც ჩვენმა გუნდმა მიიღო, მეორე ტურში ჩვენთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა. ჩვენ ვემიჯნებით რუსულ სცენარს – მიხეილ სააკაშვილის და ლევან ვარშალომიძის მობრუნებას, ამიტომ ჩვენს თანამებრძოლებთან ერთად სრული შემადგენლობით ვტოვებთ პარტიის აჭარის ორგანიზაციას და მათ შორის, ხულო-ბათუმი-ქობულეთის ხელმძღვანელობა“, - აღნიშნეს ბრიფინგზე.

 

კითხვაზე - დაუჭერენ თუ არა დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მხარს, ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მათ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner