logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: ინაუგურაციის საკითხზე პრეზიდენტის 2001 წლის ბრძანებულება მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამოა
- +

5 დეკემბერი. 2018. 23:47

 

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი აცხადებს, რომ ინაუგურაციის გამართვის საკითხზე პრეზიდენტის 2001 წლის ბრძანებულება მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამოა.

 

როგორც კახა კახიშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში მუშავდება ინაუგურაციის ჩატარების წესი.

 

„არსებობს პრეზიდენტის 2001 წლის ბრძანებულება, სადაც ინაუგურაციის ადგილად განსაზღვრულია რუსთაველის გამზირი და პარლამენტის შენობა, აგრეთვე იმ პირთა წრე, რომელიც ინაუგურაციის დროს ხვდება პრეზიდენტს, მათ შორის სახელმწიფო მინისტრი. ეს ბრძანებულება უკვე არ არის ჰარმონიაში მოქმედ კანონმდებლობასთან. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში მუშავდება ინაუგურაციის ჩატარების წესი. 2001 წლის ბრძანებულებაში წერია, რომ ინაუგურაცია ტარდება პარლამენტში თბილისში, კონსტიტუციის შესაბამისად, პარლამენტი არის ქუთაისში. თუ ახალ კონსტიტუციას ავიღებთ, ის ამოქმედდება ფიცის დადების შემდეგ, ამავდროულად, პრეზიდენტის ფლიგელში პრეზიდენტს ხვდება სახელმწიფო მინისტრი. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა საქართველოში 20 წელია აღარ არსებობს. ეს შეუსაბამობებია, ამას ვეღარ მივყვებით, ამიტომ შევიმუშავებთ წესს, რომელიც განსაზღვრავს პრეზიდენტის ინაუგურაციას”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×