logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: 2017 წლის წარმომადგენლობითი ხარჯები მასშტაბური ღონისძიებებით აიხსნება
- +

6 დეკემბერი. 2018. 19:49

 

 

თავდაცვის მინისტრმა 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას აუდიტის სამსახურის დასკვნის შესახებ ისაუბრა. ლევან იზორიამ წარმომადგენლობითი ხარჯების მატება გასულ წელს, სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების სიმრავლით ახსნა.

 

„ეს განპირობებულია იმ საერთაშორისო აქტივობებით, რაც საქართველოში ტარდება. გასულ წელს, მარტო ერთი, ძალიან ავტორიტეტული და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიების დაფინანსებისთვის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან ნახევარი მილიონი ლარი გავიღეთ. თუმცა წელს შარშანდელთან შედარებით რვაასი ათასიდან მილიონ ლარამდე დანაზოგი გვაქვს“, - განაცხადა იზორიამ.

 

ლევან იზორიას განცხადებით, წარმომადგენლობითი ხარჯების ზრდა წინა წელს, საერთაშორისო აქტიურობის დინამიკითა და ცალკეულ წლებში ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიებების მასშტაბურობით აიხსნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner