logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: გავითვალისწინოთ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების რეკომენდაციები
- +

6 დეკემბერი. 2018. 20:54

 

 

„გამოვთქვამთ მზაობას, გავითვალისწინოთ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოთქმული რეკომენდაციები“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მილანში, ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

დავით ზალკალიანმა ასევე მადლობა გადაუხადა ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიას და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მათ საბოლოო ანგარიშს ელოდება.

 

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ახლახან ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. პროცესი თავისუფალ და კონკურენციულ გარემოში წარიმართა. საქართველომ ექვსი წლის ვადით აირჩია ახალი პრეზიდენტი. მადლობას ვუხდით ეუთო-ს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს არჩევნების მონიტორინგისთვის და გამოვთქვამთ მზაობას, გავითვალისწინოთ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოთქმული რეკომენდაციები. საქართველოს მთავრობა მოუთმენლად ელის ეუთო-ს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშს, რათა იმოქმედოს მისი რეკომენდაციების შესაბამისად“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×