logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ეს არის ისეთი თემა, რომელიც აწუხებს საზოგადოებას
- +

11 იანვარი. 2019. 18:41

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს შეხვდა. პრესკონფერენციაზე ზურაბიშვილმა საუბარი დაიწყო,  იმ ორ მნიშვნელოვან თემაზე,  რომელიც მისი აზრით საზოგადოებას აწუხებს.

 

„საახალწლო მილოცვა დავიწყე ცილის წამების შესახებ კანონით. როგორც იცით პრეზიდენტს არ გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას არ აქვს უფლება, რომ ქონდეს მოსაზრება და  მორალური ინიციატივა. ასევე აწიოს, რომელიმე თემა და ამ თემაზე მიმართოს კანონმდებელს, მთავრობასა და საზოგადოებას. ცილისწამება - ეს არის ის თემა , რომელიც აწუხებს საზოგადოებას. გარდა ამისა აუცილებელია, რომ დაცული იყოს სიტყვის თავისუფლება და ეს ორი პრინციპი მოყვანილია დაპირისპირებაში“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

 

მან პრესკონფერენციაზე საფრანგეთის მაგალითი მოიყვანა, სადაც ცილის წამების  საკითხზე  ქვეყანამ კანონი მიიღო, რომელიც არ ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლებას.

 

„არსებობს ქვეყნები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ამის მაგალითია საფრანგეთი, რომელმაც მიიღო კანონი ცილისწამების შესახებ. მაგრამ საკონსტიტუციო სასამრთლომ დაამტკიცა, რომ ეს არ ეწინააღმდეგებოდა არც სიტყვის თავისუფლებასა და არც მთავარ, ადამიანის უფლებებს, რომელებიც ასახულია ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×