logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდება
- +

12 იანვარი. 2019. 10:48

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხვალ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს შეხვდება.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრა პარლამენტში 10:30 საათზეა დანიშნული. შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადება გაკეთდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-კაციან სიას, რომელიც პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს წარუდგინა, მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვა. უმრავლესობის წევრთა ნაწილი ფიქრობს, რომ სია პარლამენტში არ უნდა გავიდეს, თავის მხრივ, სიის გაწვევას არ აპირებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია დაასახელა მიზეზად ეკა ბესელიამ, რომელმაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი რამდენიმე კვირის წინ დატოვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის წარდგენილ კანდიდატთა სიას გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება ფართო მსჯელობის საფუძველზე მოხდება, რომელშიც დაინტერესებული მხარეები ჩაერთვებიან.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×