logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: ვისმენთ იდეებს, რითაც უზენაესი სასამართლო უფრო უნდა გაძლიერდეს
- +

16 იანვარი. 2019. 15:55

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ძალიან ბევრი იდეა გაჩნდა როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, ასევე კანდიდატებთან მიმართებაში.

 

თამარ ჩუგოშვილი ჟურნალისტებთან საუბარში „ევროპული საქართველოს“ საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფის მთავარი დანიშნულებაა, რომ იდეები გაფილტროს, გაანალიზოს და საუკეთესო ვერსია გამოიყვანოს, რათა ქვეყანას უზენაეს სასამართლოში პროფესიონალი და კეთილსინდისიერი მოსამართლეები ჰყავდეს.

 

„ახლა იმაზე საუბარი სწორი არ იქნება, რა შედეგს მივიღებთ და კანონპროექტში რა დარჩება, მაგრამ იმ იდეებს ვისმენთ, რითაც უზენაესი სასამართლო უფრო უნდა გაძლიერდეს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×