logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: NATO-საქართველოს ურთიერთობები - ეს ჩვენი და NATO-ს ურთიერთობებია
- +

16 იანვარი. 2019. 16:05

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

„NATO-საქართველოს ურთიერთობები, ეს ჩვენი და NATO-ს ურთიერთობებია. არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია. ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ჩვენ ამ პოლიტიკის განხორციელებაში თანმიმდევრული ვართ, რომელიც არც ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს მიმართულია ჩვენი სახელმწიფოებრიობის, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ.

 

ვფიქრობ, ყველა მეზობლის ინტერესში უნდა იყოს, რომ მისი მეზობლის – საქართველო მაქვს მხედველობაში, სახელმწიფოებრივად, ინსტიტუციონალურად და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საკმაოდ მდგრადი იყოს. ეს მთლიანად რეგიონში იქნება უსაფრთხოების გარანტია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 2018 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO-ს აქტივობის გაზრდასა და ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას მოსკოვი სათანადოდ უპასუხებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner