logo_geo
eng_logo
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ მალხაზ თორია დაინიშნა
- +

16 იანვარი. 2019. 16:14

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ მალხაზ თორია დაინიშნა. მალხაზ თორია პროფესიით სამართალმცოდნეა. ის, სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ადმინისტრაციის თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.

 

მალხაზ თორია წლების განმავლობაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე. ბოლო პერიოდში მალხაზ თორია შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.

 

 

მალხაზ თორია

დაბადების თარიღი: 1969. 10 ოქტომბერი

დაბადების ადგილი: საქართველო, ზუგდიდი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ენები: ქართული, რუსული,

 

განათლება:

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა სამართალმცოდნე.

 

სამსახურეობრივი საქმიანობა:

1986-1987 წწ.- ზუგდიდის ქალაქმშენებლობის ტრესტი, თანმდებობა მუშა;

1988-1989 წწ- სავალდებულო სამხედრო სამსახური;

1995-2000 წწ- საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო: თანამდებობები: გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, განყოფილების უფროსი;

2000-2002 წწ.-საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგარეო ლეგიონი; თანამდებობა: მოკვლევის სამმართველოს განყოფილების უფროსი;

2002-2003 წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, თანამდებობა: განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;

2004-2007 წწ.- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, თანამდებობა: გამომძიებელი

2007-2009 წწ- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი, თანამდებობა: გამომძიებელი;

2009-2013წწ- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამომძიებო სამსახური, თანამდებობა: სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე;

2013-2017 წწ.- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, თანამდებობა; სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი;

2017-2019 წწ.- შპს „ჯორჯიან მანგანეზი“, თანამდებობა: ქონების დაცვისა და ეკონომიკური უსაფრთხოების, დაცვის სამსახურის უფროსი;

2017-2019 წწ.- შპს „ჯორჯიან მანგანეზი“, თანამდებობა: დირექტორის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში.

2019 წლის 16 იანვრიდან - ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×