logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: პროკურატურაში ხუთწლიანი რეფორმა დასრულდა
- +

16 იანვარი. 2019. 19:50

 

 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საპროკურორო საბჭოში ახალი თავმჯდომარის დანიშვნას გამოეხმაურა, ნანა ხუნჯუას წარმატება უსურვა და უწყებას ინსტიტუციური დამოუკიდებლობა მიულოცა.

 

„პროკურატურაში ხუთწლიანი რეფორმა დასრულდა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

საბჭოს სხდომაზე თავმჯდომარის პოზიციაზე დღეს ორი კანდიდატურა დასახელდა, ადვოკატი ირმა ჭკადუა და პროკურორი ნანა ხუნჯუა, მან ხმათა უმრავლესობით (12 ხმა), საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი 2 წლის ვადით დაიკავა.

 

საპროკურორო საბჭოს სხდომა დღეს თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით ბოლოჯერ ჩატარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×